ბედნიერი ზაფხული ოზურგეთის #3 საჯარო სკოლისთვის…_ ჯერ იყო და მედალთცვენა ჩვენს სკოლაში… შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეების მაღალი შედეგებით გამოწვეული უსაზღვრო სიხარული… ახლა კი სიხარულისა და სიამაყის განცდა ერთად, ჩვენი 2020-2021 წლის კურსდამთავრებულები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ… _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.
მარიამ ჩხაიძე _ 100% გრანტით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მარიამ სიამაშვილი _70% გრანტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
მიხეილ მესხიშვილი _50% გრანტი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი;
ლიზი ჩანჩიბაძე _ 50% გრანტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ცისია სარიშვილი _ 50% გრანტი, საქართველოს უნივერსიტეტი;
თორნიკე ბოლქვაძე _ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
გილოცავთ და გლოცავთ ბავშვებო… ყველა თქვენი მომავალი დღე იმედიანი, მშვიდობიანი, ცისარტყელასავით ნათელი და ფერადი ყოფილიყოს. გვიყვარხართ… ვამაყობთ თქვენით…
თქვენ 21-ე საუკუნე ხართ… მომავალი თქვენია… გვეიმედებით! _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.