კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დღეიდან მედიააკადემიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას შორენა შავერდაშვილი დაიკავებს, რომელმაც დავით კაკაბაძე შეცვალა. შორენა შავერდაშვილს მედიის მიმართულებით 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
წლების განმავლობაში ის ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” და ყოველკვირეული პოლიტიკური ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი იყო. 2010-2011 წლებში შავერდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ხოლო 2008-2011 წლებში მედია ადვოკატირების ჯგუფი „მედიაკლუბისა“ და „დეკომ მედია ჰაუსის“ თანადამფუძნებელი იყო. ის ასევე „ინტერნიუს საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორად და პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა.
შავერდაშვილი წლების განმავლობაში სტამბის „სეზანი“ გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, შემდგომ კი გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგის“ მმართველი პარტნიორი გახდა. შორენა შავერდაშვილს მედიააკადემიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს, ის მედიაწიგნიერების კონკურსის – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“
ჟიურის წევრი იყო. შორენა შავერდაშვილი 1997-2001 წლებში ბოსტონში თავთსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1997 წელს კი ნიქოზიაში საშუალო სკოლა დაამთავრა.
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მედიააკადემია“ 2018 წელს შექმნა, რომელსაც დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.
[sexy_author_bio]