მიკროავტობუსი, რომელიც კურორტ ბახმაროში, ადიდებული მდინარე ბახვისწყლიდან ვერ გამოდიოდა, ნაპირზე სამაშველო სამსახურის ძალისხმევით ამ წუთებში გამოიყვანეს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, დავით ჟღენტმა უთხრა.
“მშვიდობით დასრულდა ყველაფერი. მიკროავტობუსი უკვე სამშიდობოსაა გამოყვანილი. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ” _ გვითხრა დავით ჟღენტმა.
ფოტები “გურია ნიუსს” დავით ჟღენტმა მოაწოდა.