„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
“ჩვენი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილები შემოვიარე დღეს, ახალგაზრდებთან ერთად. გავესაუბრე აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს, ტაქსის მძღოლებს და ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს. მათი ინტერესი და მხარდაჭერა დიდია კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენს 8 პუნქტიან გეგმაშია ასახული. მჯერა ერთად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)