დილაადრიან, როცა ოზურგეთში ყველგან თხილის ჩხრიალია, საპალნე ტვირთივით შეკრული, კაკლით სავსე ტომრით, ნარუჯიდან ჩამოვიდა მიხეილ ბერიძე და ოზურგეთის ბაზრისკენ მიმავალ გზას დაადგა.
_ბაბუ, ტომრიდან კაკალი ცვივა, _ მიაძახეს ახალგაზრდებმა.
_არაუშავს, თუ გინდათ, აიღეთ, შეგარგოთ ღმერთმა… თუ არადა კვალს არ დავკარგავ, რომ რამე, მომაგნებენ.. რა იცი, იქნებ, კი დევიკარგო, ხანში ვარ, აწი, ბაბუა,_ იუმორიც არ დაიშურა, კაკლის შეთავაზებასთან ერთად, ჭარმაგმა მოხუცმა და გზა განაგრძო.
[sexy_author_bio]