ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ეპილეფსიური გულყრა იყო.
“9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი გაქცევის მცელობისას გარდაიცვალა. ინცინდენტი სასტუმრო “სანაპიროს” ეზოში მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.