“ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა და პარტიული სია წარადგინა.
„თვითმმართველობის განსაჯაღება და გაუმჯოსებება არის ძალიან დიდი ამოცანა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა არა მარტო ევროპულ სივრეში, არამედ პოსტსაბჭოურ სივრცეშიც კი, სადაც აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი თვითმმართველოს ორგანოში არიან მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები მერები და საკრებულოში უმრავლესობა. ჩვენთან არის ავადმყოფური შიში, არა და ეს არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“ – თქვა დავით უსუფაშვილმა.
ოზურგეთში “ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ტოგო ჭელიძე იქნება.
“ყოველი თვითმმართველობის არჩევნების დროს კარგად ჩანს, რომ ჩვენ კი არ ვუახლოვდებით თვითმმართველობის პრინციპებს და არსს, არამედ ვშორდებით. აქედან გამომდინარე, ცვლილებების დროა,“ – თქვა ტოგო ჭელიძემ.
[sexy_author_bio]