ჩოხატაურის ბახმარო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის შეხვედრებს განახლებული გუნდით ხვდება.
როგორც ირკვევა, გუნდში ბრაზილიელი ვიქტორ ჰიუგო ითამაშებს.
ვიქტორ ჰიუგომ პირველი მატჩი გუშინ სპაერის წინააღმდეგ ჩაატარა. ბრაზილიელი სასტარტო შემადგენლობაში მე-10 ნომრით პირველი ტაიმის განმავლობაში თამაშობდა.
როგორ მოხვდა ფრანგი მწერლის სეხნია ჩოხატაურში “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.