„ჰარი პოტერის“ შემქმნელმა ჯოან როულინგმა ახალი საბავშვო წიგნი დააანონსა – „საშობაო ღრუტუნა“ 2021 წლის 12 ოქტომბერს გამოიცემა.
წიგნი ინგლისურენოვან ქვეყნებთან ერთად და ერთდროულად გამოიცემა 20 სხვადასხვა ენაზე.
„საშობაო ღრუტუნა“ დამოუკიდებელი წიგნია და როულინგის სხვა ნაწარმოებებთან კავშირი არ აქვს. რომანი 8 წლიდან ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
წიგნი „ერთი ბავშვისა და მისი საყვარელი სათამაშოს გულში ჩამწვდომი და ჩამთრევი თავგადასავალია“.
„საშობაო ღრუტუნა“ როულინგის პირველი საბავშვო რომანია „ჰარი პოტერის“ შემდეგ. თუმცა, მწერალმა გასულ წელს ზღაპარი – „The Ickabog“ გამოსცა, რომელიც ჯერ ონლაინ ქვეყნდებოდა, შემდეგ კი წიგნად დაიბეჭდა. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
[sexy_author_bio]