“გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. ნიკოლოზ სამხარაძე პასუხისმგებლობას ნიკა მელიას აკისრებს.
“ერთი ქართული ანდაზა არსებობს გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო. ეს არის ზუსტად მათი ტაქტიკა, როდესაც ყველამ პირდაპირ ეთერში ნახა როგორ მიეჭერა “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, როდესაც ის თქვენ კოლეგებთან საუბრობდა და ინტერვიუს აძლევდა. ამას როცა პირდაპირ ეთერში ნახავ და ცდილობ ამის დატრიალებას, და დაბრალებას “ქართული ოცნებისთვის” ეს არაფერია სხვა, თუ არა უნამუსობა”, _ ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.