ხობის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან” მამუკა ჭოხონელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მის მიერ გავრცელებულ თავისსავე პოსტს ეხმაურება.
“ქოცებს თავიანთი ცოდვებიც ყოფნის, ტყუილი რომ არ დავაბრალოთ… ეს არ არის მათი ნამოქმედარი. ჩვენი ჩამოხეული პლაკატების მიყოლებაზე, ქოცების პლაკატებიც ეგრე ჩამოხეული ყრია. ერთ-ერთ მოსაცდელთან, ჩვენი პლაკატები ოპოზიციის აქტივისტებმა ჩამოხიეს და თავიანთი კანდიდატის პლაკატები გააკრეს. ამას, მოწმეც ჰყავს, მაგრამ, საუბედუროდ, ღიად ვერ ამბობს”, _ წერს ჭოხონელიძე.
შეგახსენებთ, რომ ჭოხონელიძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია პლაკატების ჩამოხევის შესახებ.
[sexy_author_bio]