ბახმაროში და საქართველოს სხვა მაღალ მთიან რაიონებში ღამით თოვლი მოვიდა. მოსალოდნელი ამინდის შესახებ „გურია ნიუსი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსს დოდო გვაზავას ესაუბრა.
გვაზავას თქმით, ბახმაროსა და სხვა მაღალ მთიან ტერიტორიებზე 29 სექტემბერს ღამით შესაძლოა, ისევ დაფიქსირდეს მცირედი თოვა.
„დასავლეთ საქართველოში ამჟამად გრძელდება ზოგიერთ რაიონში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია. დღის მეორე ნახევრიდან ნალექი დასავლეთ საქართველოშიც შეწყდება.
ხვალ მთელ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის გურიაში და გურიის მაღალ მთებში.
28 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან მცირე ნალექია მოსალოდნელი. 29 სექტემბრიდან შემოდის უფრო ცივი არქტიკული ჰაერის მასები და შეიძლება კვლავ განმეორდეს ბახმაროსა და მაღალ მთიან ტერიტორიებზე მცირე თოვლი“,_ ამბობს გვაზავა.
ფოტო: Bakh2050maro
[sexy_author_bio]