საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.
„რა თქვა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო? ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება ჩამოვალ -ჩამოვალო და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. ხალხს რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, სააკაშვილის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. მისი სურვილი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება მისი მკვლელი, ჩამგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო ძლიერია და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში“,_ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.