ჯონი დეპს სამსახიობო კარიერის დაწყება ნიკოლას კეიჯმა ურჩია. ისინი ერთმანეთს 80-იან წლებში შეხვდნენ და მალევე დაახლოვდნენ. ერთ დღეს კეიჯმა დეპსუთხრა, რომ მისგან არაჩვეულებრივი მსახიობი დადგებოდა, შემდეგ მის აგენტთან დააკავშირა. მალევე ჯონიმ მოიპოვა მისი პირველი როლი ფილმში „A Nightmare On Elm Street“.
ჯონიმ ჰოლივუდში პოპულარობა მალევე მოიპოვა, თუმცა მან ბავშვობის ოცნებაზე ხელი არ ჩაიქნია და წარმატებული კარიერის მიუხედავად მუსიკალური ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც „Hollywood Vampires“ უწოდა.
მსახიობობასთან და მუსიკოსობასთან ერთად ჯონი ბიზნესმენიც იყო. 2004 წლამდე ის ჰოლივუდში მდებარე ერთ–ერთ ღამის კლუბს, „The Viper Room“–ს ფლობდა.
ჯონი ფილმ კარიბის ზღვის მეკობრეებში მეკობრე ჯეკ ბეღურას როლს ასრულებდა, რომლის კოსტუმი დღემდე სულ თან დააქვს. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მსახიობი ხშირად სტუმრობს საავადმყოფოებს და ახარებს იქ მყოფ ბავშვებს ჯეკ ბეღურას სტუმრობით.
ერთ–ერთი ყველაზე უცნაური ფაქტი ჯონის შესახებ არის ის, რომ მსახიობი არ ფლობს ოსკარის ჯილდოს, მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო მამაკაც მსახიობად იყო ნომინირებული 2004, 2005 და 2008 წლებში. ოსკარის არ ქონის მიუხედავად ჯონი 20 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა ოქროს გლობუსი და „Screen Actors Guild Award“.
[sexy_author_bio]