ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, სამშენებლო სექტორის ბრუნვის შემცირების, კომპიუტერული ჩიპების გლობალური დეფიციტის, ფოლადის მრეწველობისთვის ენერგომომარაგების შეფერხების და ფინანსური ბაზრის შესაძლო შოკის შედეგად შემცირდა. ამის შესახებ apnews წერს.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 %-ით გაიზარდა.
მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის მესამე კვარტლის შემდეგ მშპ-ს ყველაზე მცირე ზრდას ნიშნავს. გასულ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 7.9 %-ით გაიზარდა.
როგორც apnews წერს, ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთში არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზარზეც, რადგანაც შემცირდება მოთხოვნა საწარმოო ნედლეულზე.
ჩინეთის მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 6 %-ან ზრდას პროგნოზირებს.
[sexy_author_bio]