უამინდობასთან დაკავშირებით, ბახმაროსა და გომისმთისკენ ავტომობილების მოძრაობა იკრძალება, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, ამ დროისათვის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა შემდეგი მიმართულებით: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ32 მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.