23 ოქტომბერს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება.
მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
+19 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
გორში +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.