გურიაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, _ ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა აღნიშნული.
როგორც Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 300, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 734, მცხეთა-მთიანეთი – 123, სამცხე-ჯავახეთი – 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.