“გურიაში თბილი და უნალექო ამინდი დღეს შენარჩუნდება, ხვალ დილიდან კი 26 ოქტომბრის ჩათვლით, მოსალოდნელია, ცივი ჰაერის მასების შემოსვლა და გავრცელება. იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლასთან ერთად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც და მოსალოდნელია მაქსიმუმ +13 გრადუსი დაფიქსირდეს.
რაც შეეხება ძლერი ნალექისგან შექმნილ გართულებებს, გვაზავა ამბობს, რომ ნალექებმა შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს მდინარეებზე, მეწყერსაშიშ ზონებში. გზებზე შეიძლება შეიქმნას პრობლემები.
26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.