“დღეს ჩოხატაურში პირველმა საჯარომ და სამრევლო სკოლამ სწავლა აღადგინა. ონლაინსწავლებაზე მხოლოდ შუა ამაღლების საჯარო სკოლა რჩება. რაც შეეხება წერტილოვან შეზღუდვებს, რამდენიმე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი დაგვემატა”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
სიხარულიძის თქმით, ჯერჯერობით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
“საფუძველი, სრულად ონლაინსწავლაზე გადასვლის არ არსებობს. აქტივობა ძალიან დიდი არ არის, თუმცა ნორმალური დასწრებაა”,_ გვითხრა სიხარულიძემ.