სამეგრელოში, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა დატოვა პოსტი.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ბერიშვილმა პატაკი უკვე დაწერა. ინფორმაციას ადასტურებს თავად ბერიშვილიც. მისი თქმით,მიზეზი, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას სოლიდარობაა,რომელიც უკანონოდ არის დაკავებული .
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში სამეგრელოში უკვე რამდენიმე პოლიციელმა დატოვა პოსტი.