,,მთავრობა იმაზე ნაკლებად არის მონდომებული, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს”, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი Twitter-ზე მოსამართლეების დანიშვნის შესახებ ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის კრიტიკას.
“უცნაურია, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, თითქოს სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კვლავ უარს ამბობს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ კომპრომისებსა და რეკომენდაციებზე. ალბათ, მთავრობა იმაზე ნაკლებად არის მონდომებული, რომ უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, ვიდრე ამას ამტკიცებს”, – წერს კორტნი.
[sexy_author_bio]