სალხინოს მამათა მონასტერთან ხმაური იყო. მონასტერთან განკვეთილი ბერების მრევლი შეიკრიბა. მათ მონასტერში შესვლა სცადეს, თუმცა, ვითარების დაძაბვის თავიდან ასარიდებლად, სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. ამას ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაკავებულია 10-მდე ადამიანი, მათ შორის – ერთი სასულიერო პირი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები მარტვილის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.
მრევლის ნაწილი ამბობს, რომ მონასტერში შესვლა მხოლოდ მოსალოცად უნდათ.
ამ დროისთვის, ადგილზე სიმშვიდეა, მონასტერთან რჩებიან სამართალდამცველები და განკვეთილი ბერების მრევლის ნაწილი. მონასტრის ტერიტორიაზეა მეუფე სტეფანე, რომელმაც დილით წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
„სალხინოს მამათა მონასტერში განდგომილობა დასრულდა და აღარასდროს აღდგება“, – თქვა მან ქადაგებისას.
წყარო: იმედინიუსი