“მოვუწოდებთ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ რაც შეიძლება სწრაფად” – ეს განცხადება რამდენიმე წუთსი წინ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გააკეთა, რომელიც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტს 3 საათის განმავლობაში ხვდებოდა.
ყიფშიძე ამბობს, რომ უკვე დღეებზე აღარ არის საუბარი და მდგომარეობა კრიტიკულია. ჟურნალისტის კითხვაზე თუკი დარჩება ის ციხეში რა ელის მას, ექიმი პასუხობს – სიკვდილი.
“მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ, მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა: წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე და არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, ეს იყო ადრე დაგეგმილი ვიზიტი. ბატონმა პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე ყველა წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს.
თავის ტკივილი ამ წუთში არაფერს ნიშნავს, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველსაათში. მე ვთხოვ პირველი კოსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, არა დღე არ იქნება. დაუყონებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას”,– ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.