როგორც “პრაიმ ტაიმი” იუწყება, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკებებს ოფიციალურ დონეზე აწარმოებენ.
როგორც სააგენტო აცხადებს, ეს ინფორმაცია მას ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ მიაწოდა.
მაისაიას თქმით, ექსტრადირებაზე სააკაშვილიც თანახმაა.
“უკრაინელი ჟურნალისტებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხი მაღალ დონეზე განიხილება.
საკმაოდ რეალურია, რომ ექსტრადირება უახლოეს მომავალში გახორციელდეს და ამაზე, დიდი ალბათობით, სააკაშვილიც თანახმაა, რადგან საკუთარი მიზნები საქართველოში არეულობასთან დაკავშირებით, უკვე განახორციელა.
იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” დაინახავს, რომ სიტუაცია მის საპირისპიროდ ტრიალდება, სააკაშვილის ექსტრადირებას არ დააყოვნებს _ ეს ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ბოლო სცენარია”, _ უთხრა “პრაიმ ტაიმს” მაისაიამ.