იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ არ შეუშვეს გუშინ მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი ნიკოლო ყიფშიძე, რომელიც შესვლის ნებართვას ადგილზე 8 საათის განმავლობაში ელოდებოდა.
“რაც შეეხება ნიკოლოზ ყიფშიძეს, გუშინ გვიან ღამით, გააჩნია რომელ საათზე, იმიტომ, რომ ძალიან გვიანობამდე ჰყავდა სტუმრად პარლამენტის წევრები და შესაძლოა, ამის მერე უბრალოდ ეძინა პატიმარს და შესაძლოა, ამ მოტივით აღარ… მე გითხარით, რომ მას ჰყავდა დეპუტატები ამ დროს, რომლებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ, ზუსტი საათი არ მახსოვს”, – ამბობს რატი ბრეგვაძე.