არ იყო ეს მკაფიოდ ნათქვამი, მაგრამ აქეთ მივდივართ როგორც ჩანს, მე გამიჩინა რაღაც იმედი ქალბატონი სალომე ს დღევანდელმა გამოსვლამ – სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასება მესამე პრეზიდენტის დედის მხრიდან.
გიული ალასანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რო მკაფიო განცხადება არ იყო, უკვე მიეცა იმედი, რომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.
ლაპარაკი იყო მთიანად იმაზე, რომ ფოკუსი უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა. რაც მოვისმინე მომეჩვენა, რომ იყო პოზიტიური – ამბობს გიული ალასანია, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში, მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად მივიდა.