“არნახული ანგარიშსწორება ჩემი ოჯახის მიმართ გრძელდება ჩვენი პოლიტიკური გააქტიურების პარალელურად, დღეს გაანთავისუფლეს სამსახურიდან ჩემი შვილი გვანცა ჩხარტიშვილი.
მთელი ცხოვრება სხვის დაჩაგვრას და უსამართლოდ მოქცევას ვაპროტესტებდი და როგორ გგონია ვითომ პატიოსანო სარიშვილო და ტაბიძე,ცარიელ თავიანო კობალავა -თქვენ გადაურჩებით ჩემს ,,რიცხვას’’?!
გვანცა გიშლიდათ ხელს სწორედ იმაში რომ ბავშვების ხარჯზე ფულები არ გეკეთებინათ. ნატა კობალავას ადამიანობაზე არაფერს ვამბობ გვანცაზე. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უსამართლოდ გაანთავისუფლა სამსახურიდან. მაგის დამსახურება მხოლოდ ის არის რომ კახა ბექაურის ბავშვების ძიძა იყო და სასამართლოზე პირდაპირი გავლენა აქვს.
დიახ მე გავაგრძელებ უკომპრომისო,სამართლებრივ ბრძოლას აღნიშნულ სამსახურში მიმდინარე პროცესებზე!”,_ ამ პოსტით ეხმაურება ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ლელა ჩახვაძე მისი შვილის, გვანცა ჩხარტიშვილის სამსახურიდან წასვლას.