ოზურგეთში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 9588 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 8574 პაციენტი, გარდაცვლილია 81.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 933 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 132, საკარანტინე სივრცეში 198, ბინაზე კი 603 პაციენტი მკურნალობს. იზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი 109 ადამიანი.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის მოსახლეობის რაოდენობა 74 688 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტში ჩატარებულია 108 485 კოვიდტესტი. მათ შორის 432 ტესტი გასულ 24 საათში ჩატარდა.