ჩოხატაურში ა(ა)იპ სსს ,,მომავალის” ხელმძღვანელი ნინო ბარამიძე “გურია ნიუსთან” საბავშვო ბაღებში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.
ბარამიძის თქმით, აღსაზრდელების გამოცხადება საბავშვო ბაღებში დაბალია.
“ჩოხატაურში 1-ელ დეკემბრამდე დახურული 1-ლი ბაგა- ბაღი და საჭამიასერის საბავშვო ბაღი რჩება.
აღსაზრდელების დასწრება არის ძალიან დაბალი. დღეს 155 ბავშვი გამოცხადდა. სულ რეგისტრირებული სიით არის 560 აღსაზრდელი. გამოცხადება წელს, წლის დასაწყისიდანვე იყო ნაკლები. საბავშვო ბაღებში ყველაზე მაღალი რაოდენობა 380 ბავშვი გამოცხადდა”,_ ამბობს ბარამიძე.