„ხალხი რომელიც უმადურია, დაუნახავი და უაზროდ მეოცნებე, არ იმსახურებს სიბრალულს“, _ ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“მეცოდება საქართველოს გაჭირვებული ხალხი, მაგრამ, ეს ხალხი არ იმსახურებს სიბრალულს.
ზრდასრული ხალხი, რომელიც სულ მუდამ ტყუვდება, რომელიც არ ცდილობს იაზროვნოს, შეაფასოს და გაარჩიოს ტყუილი სიმართლისგან, ჭორი რეალობისგან და კარგი ცუდისგან, ხალხი, რომელიც უმადურია, დაუნახავი და უაზროდ მეოცნებე, არ იმსახურებს სიბრალულს. თუმცა, ჩემი ხალხია და მაინც მებრალება, _ წერს დეკანოზი.