ჰიპერტენზიას შეუძლია ეპილეფსიის განვითარების რისკი გააორმაგოს,_ ამის შესახებ საერთაშორისო მკვლევარების ახალ კვლევაშია ნათქვამი.
ინფორმაციისთვის, ჰიპერტენზია განისაზღვრება როგორც არტერიული წნევის მომატება.
“ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპერტენზია ასაკოვან ადამიანებში ეპილეფსიის განვითარებას იწვევს”,_ ამბობენ ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კვლევას შეუძლია მხოლოდ ასოციაცია აჩვენოს და არა მიზეზობრიობა, მაგრამ დაეხმარება პაციენტების ქვეჯგუფის იდენტეფიცირებას და მკურნალობას, რომ ხანდაზმულ პაციენტებში ეპილეფსიის ტვირთი შემცირდეს.