მიმდინარე წელს პარიზის ლუვრს მსოფლიო მუზეუმებს შორის ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
მუზეუმის სტუმრების 25%-ს ფრანგები შეადგენენ. ძირითადად მუზეუმის დასათვალიერებლად ვიზიტორები აშშ-დან, ჩინეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან: ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან ჩადიან.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმების ხუთეულში ლუვრის გარდა შედის აშშ-ში, ვაშინგტონში მდებარე ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი პეკინში, ასევე ვაშინტონში ასტრონავტიკის მუზეუმი და ბრიტანეთის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი ლონდონში.
ლუვრში 300 ათასზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ექსპოზიციაა გამოფენილი. მათ შორის ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“.
სულ ლუვრში 8 განყოფილებაა. ყველაზე ახალი არის ისლამური ხელოვნების განყოფილება, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. აქ არის გამოფენილი ისლამური კულტურის ნივთების ყველაზე დიდი კოლექცია ევროპაში.
[sexy_author_bio]