ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა 13 სოფელში მისი წარმომადგენლები დანიშნა. ამ სიაში არ მოხვდა სოფელ მთისპირის მერის წარმომადგენელი მაია ჩავლეშვილი.
მაია ჩავლეშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემთვის ჩემი სამშობლო ჩემი სოფლიდან იწყება! ჩემი სოფლის მიწა,მდინარე, ტყე და ცა არის ჩემთვის სამშობლო! მე ჩემ წილ სამშობლოზე მუდამ ვზრუნავდი და ვიზრუნებ სანამ ვარ ამ ქვეყნად ! სადაც არუნდა ვიდგე, რა პოზიციასაც არ უნდა ვიკავებდე , პირველ რიგში მთავარია ვიყო ადამიანი !
მადლობა ჩემს სოფელს, ჩემს ხალხს, ჩემს მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს ,ვისაც უბრალოდ ჩემი იმედი ჰქონდა და ახლაც აქვს სადაც არ უნდა ვიყო! მე თქვენ მიყვარხართდა მადლობა იმათაც, ვინც ყოველთვის განზე იდგა ჩემგან, თქვენ ბევრი რამ მასწავლეთ !
3 წელი და ცოტა მეტი სოფლის სამსახურში…ყოველი დღე დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე..ან ცოტა გვიან კიდეც! არც ერთი დღე სამსახურის მიღმა, არც ერთი დღე შვებულებით სარგებლობით( მეგონა ამით ვიღაცას ჩემი თანადგომა მიაკლდებოდა)
ვიყავი იქ სადაც ვებრძოდით ხანძარს! ვიყავი იქ სადაც იყო წვიმა, ქარი და თოვლი! და არასდროს, არც ერთხელ არ დამიხევია უკან არც ერთი გამოწვევის დროს!
არის სიკეთეები, არის საქმეები რომელსაც ადამიანთა გული და თვალი ზოგჯერ ვერ წვდება…მერე გვწყინს…გვტკივა ! გგონია რაღაც ვერ დაგიფასდა, არ დაგიფასდა! არადა… ყველა შენი კეთილი საქმე,თუნდაც ერთი კეთილი სიტყვა ინახება უფალთან !
სადაც არუნდა ვიდგე, ჩემს კეთილ სიტყვას ჩემი სოფლის ცხოვრებაში ყოველთვის ვიტყვი , ეს ზუსტად ვიცი. წარმატებას ვუსურვებ ყველას კეთილ და სასიკეთო საქმეში !“ – წერს მაია ჩავლეშვილი.