ვერძებს შოკოლადის ვაფლი ყველაფერს ურჩევნიათ.
კუროს გულის მოგება შოკოლადის ტორტით შეგიძლიათ. ის ძალიან ბევრ შოკოლადის ნაყინს მიირთმევს. თუ კურო სახლში დარჩენას გადაწყვეტს, მაცივარში შოკოლადის რძე აუცილებლად ექნება.
ტყუპს ყველაფერში ექსპერიმენტები უყვართ. დესერტად შოკ-მანჟეს ირჩევენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან მოსწონთ პიტნისა და შოკოლადის კომბინაციაც.
კირჩხიბები ცვალებადი ხასიათის არიან, ამიტომ შოკოლადის არჩევა უჭირთ. მათ ხიბლავთ ნიჟარის ფორმის ტკბილეულობა. კირჩხიბები თავს კრუასანითა და ტრიუფელითაც ინებივრებენ. ზოგი კირჩხიბი შოკოლადის ნიღბებს იკეთებს.
ლომი ხშირად მიირთმევს შოკოლადის ნაყინს ორცხობილის ნატეხებით. სახლის პირობებში შოკოლადის ორცხობილათი და რძით უმასპინძლდება სტუმრებს. ლომი ცხელ შოკოლადს არასდროს სვამს, კაკაო ურჩევნია.
ქალწულს ნებისმიერი სახის შოკოლადი უყვარს, თუმცა უპრატესობას თეთრს ანიჭებს.
სასწორი შოკოლადს ხილთან ერთად მიირთმევს. მის სახლში თითქმის ყოველთვის იპოვით მალინის ან ფორთოხლის კამფეტს, რომელიც შოკოლადშია ამოვლებული.
მორიელი განსაკუთრებით ვნებიანი ნიშანია, მას შოკოლადი სექსუალურ აქტიურობაში ეხმარება. მორიელი ალკოჰოლის შემცველ შავ შოკოლადს ეტანება.
მშვილდოსანი ცნობისმოყვარე ნიშანია, ის მუდამ თავგადასავლებს ეძებს, ამიტომ ყველანაირ შოკოლადს გასინჯავს.
თხის რქა ტრადიციული პიროვნებაა. სპეციფიკურ დესერტს შოკოლადის ფუნთუშა ურჩევნია. ასევე უყვარს შოკოლადის შეიკი ბანანით.
მერწყულს შოკოლადის ბურბუშელა და ეკლერი მოსწონს.
თევზებს ჩანთაში ყოველთვის უყრიათ შოკოლადის კამფეტები. ისინი შოკოლადის ბისკვიტზე არასდროს ამბობენ უარს.