ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მუდმივმოქმედი კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეობის ვინაობა გახდა ცნობილი.
განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ქეთევან ხომერიკი უხელმძღვანელებს;
აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ დავით ჭაკნელიძე აირჩიეს;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარედ გელა ჩავლეშვილი იქნა არჩეული;
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ბექა თოიძე უხელმძღვანელებს;
სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს წევრებმა პაატა კიღურაძე აირჩიეს.
ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” -ს თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი გახდა;
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დათო მჟავანაძეა, ხოლო ფრაქციის “ოზურგეთი საქართვლოსთვის” ალეკო ბურჭულაძე უხელმძღვანელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალმოწვეულმა დეპუტატებმა პირველი სხდომა დღეს გამართეს.
[sexy_author_bio]