8 დეკემბრის ჩათვლით გურიაში თბილი და უნალექო ამინდი ნარჩუნდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე კიდევ მოიმატებს 1-2 გრადუსით და შესაძლებელია +20-22 გრადუსი დაფიქსირდეს. ბახმაროსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით ყინვები რბილდება, მაგრამ იქ თოვლი დევს და მაინც იქნება -5 გრადუსამდე ყინვა, ხოლო დაბალ რაიონებში 6-7 გრადუსი დაფიქსირდება ღამის საათებში. 7-8 დეკემბერს ღამით ტემპერატურა მოიმატებს. 9 დეკემბერს ამინდი გაფუჭდება. ტემპერატურა დაიკლებს. ღამის და დღის ტემპერატურა ერთმანეთს გაუთანაბრდება. 10 დეკემბერს ღამის საათებში იწვიმებს, ბახმაროში მოთოვს. 11 დეკემბრიდან ჰაერის ტემპერატურა კლვალავ მოიმატებს 19 გრადუსამდე და 14 დეკემბრამდე ისევ უნალექო ამინდი იქნება”,_ ამბობს გვაზავა.