ოზურგეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 874 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 107, ბინაზე 596, საკარანტინე სივრცეში კი 171 პაციენტი მკურნალობს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10767 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9809, გარდაცვლილია 84 პაციენტი.