Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 264 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 342 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.80% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პირი ემსხვერპლა.