ვირუსოლოგმა ნაომი ფორესტერ-სოტომ BBC Radio Wales Breakfast-ს, განუცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის “ორი დოზა უბრალოდ არ არის საკმარისი”.
მან ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის ახალ შტამს შეიძლება ჰქონდეს “მსუბუქი ეფექტი ადამიანთა უმეტესობაში”, გადაცემის მაღალი დონე ნიშნავს, რომ მძიმე დაავადების მქონე ადამიანების წილი გაცილებით დიდი იქნება.
შემაშფოთებელია ისიც, რომ ეს შტამი ხელახლა აინფიცირებს მათ, ვინც უკვე კოვიდის სხვა შტამით ადრე იყვნენ დაინფიცირებულები.
დოქტორი ფორესტერ-სოტო მოსახლეობას ბუსტერ დოზებით ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.
[sexy_author_bio]