კირჩხიბი
კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. შესაბამისად, მამაკაცი კირჩხიბი, რაც არ უნდა მასკულანური გარეგნობა გააჩნდეს მას, სულის სიღრმეში ფემინურ ელემენტებს მალავს.
იგი ემოციური, გულჩვილი და ფრთხილია. ძალიან ბუტიაა და ფაქტობრივად ისეთი რამეები სწყინს, რაზე გაბრაზებაც სხვა მამრს აზრადაც არ მოუვა. მისთვის ქალის ბუნების გაგება ძალზე მარტივი საქმეა.
ჯერ ერთი რომ არაჩვეულებრივი ინტუიციის პატრონია; გარდა ამისა, მთვარის გავლენით შესანიშნავად ესმის ქალური ხრიკების. სწორედ ამიტომ არიან მამაკაცი კირჩხიბები ძალზე ხშირად ქალების საზოგადოების სული და გული.
მათ ყოველთვის უამრავი დაქალი და მესაიდუმლე ჰყავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებში. არიან არაჩვეულებრივი ქმრები, მეოჯახეები და მამები. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ბოლო პუნქტში ისინი ქალებსაც კი არ უდებენ ტოლს.