ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში “ომიკრონის” შტამის მიმართ ვაქცინების ეფექტურობის შესახებ სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ბიძნა კულუმბეგოვი წერს, ჰონ-კონგის უნივერისტეტში ჩატარებულ კვლევაში 25 შემთხვევაში ომიკრონის განეიტრალება სინოფარმის ჯგუფში ნულია.
“ჰონ-კონგის უნივერისტეტში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ვაქცინების (ფაიზერი, სინოვაკი) ომიკრონისადმი მანეიტრალიზირებელ ძალას აჩვენებს, გამოვლინდა რომ 25 ვაქცინირებულიდან ფაიზერის ჯგუფში ვირუსის განეიტრალება შეუძლია ხმოლოდ 5 ადამიანს (ვაქცინის ეფექტურობაა 20-24%) , ხოლო სინოვაკის ჯგუფში 25 შეუძლია 0 ადამიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინოფარმი/სინოვაკით აცრილებმა ფაიზერის (რეკომენდებულია) ან იგივე ვაქცინის ბუსტერი უნდა დაიმატოთ 3 თვის შემდეგ, _ ამის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს ალერგოლოგი, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.