ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
რაც შეეხება ჩოხატაურში არსებულ ეპიდვითარებას, ჯიბუტის თქმით:
“შემთხვევების მატება აღინიშნება ისევ შუა ამაღლების და ერკეთის მიმართულებით”.
სულ დაფიქსირებულია 4628 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4294, გარდაცვლილია 53.