უხვმა თოვლმა ჩოხატაურში დენის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მაღალი მთიანი სოფლების უმეტესობა და დაბის ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.
“დაბაში დენი ჩაირთო, შემდეგ გაითიშა. რამდენიმე გადამცემი ხაზია დაზიანებული. ჯგუფი ოზურგეთიდანაც დავიმატეთ და მუშაობენ აღდგენაზე. დაბა პრიორიტეტია პირველი, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს, რადგან კლინიკებია. ჯგუფები გადანაწილებულია სხვადასხვა სოფლებში და მუშაობენ აღდგენაზე. ამ დროისთვის გათიშულია დაბლაციხე, სურები, ბახმაროს მიმართულებით ქვაბღა, ჩხაკაურა,- ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი.