ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია 5547 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4811 პაციენტი, გარდაცვლილია 72. სულ აქტიურია კოვიდინფიცირების 664 შემთხვევა.