„არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!“ – ასე ეხმაურება FACEBOOK-ზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხელ საკააშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ექიმი ნინო გოგორიშვილის განცხადებას.
მისი თქმით, რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევა ხელისუფლება, მით უფრო მწვავე პროტესტი იქნება.
,,უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამინური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულ, რომ ნიკა გვარამიამ კითხვებზე ხელი მოაწერინა.“ – წერს ნიკა მელია.
[sexy_author_bio]