ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ გათავისუფლდე ყოველგვარი ნეგატივისგან და ახალ წელს თავაწეული, ლაღი და ბედნიერი შეხვდე.
გათავისუფლდი იმ აზრებისგან, რომლებიც საკუთარ თავს უსარგებლოსა და უსიცოცხლოს გაგრძნობინებს.
გათავისუფლდი დანაშაულის გრძნობისგან იმისთვის, რისი კეთებაც არ გინდა, მაგრამ გიწევს.
გათავისუფლდი შიშისგან. პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგი სიახლეებისაკენ და ნახავ, ცოტა ხანში რამდენი საინტერესო არჩევანი გადაიშლება შენ წინ.
გათავისუფლდი სინანულისგან, რომელიც გულს გიმძიმებს. გაიფიქრე: “ჩემთვის სულერთია” და გაუშვი გულიდან ზედმეტი დარდი.
გათავისუფლდი უსაფუძვლო განცდებისგან. ეს იგივეა, გარშემო მყოფებისგან ითხოვო ის, რაც არ გჭირდება.
გათავისუფლდი ყველა დანაშაულისგან, რასაც გარშემო მყოფები გიყენებენ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაიმე არ მოგწონს შენ შეგიძლია შეცვალო ან მიიღო ის, როგორც არის.
გათავისუფლდით იმ აზრისგან, რომ არაფრისმომტანი ხართ. სამყაროსთვის თითოეული ადამიანია მნიშვნელოვანი. ცოტა მეტად თუ დაფიქრდები, ნახავ რამდენი სიკეთის მოტანა შეგიძლია ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის.
გათავისუფლდი აზრისგან, თითქოს შენი ოცნებები არავისთვისაა საჭირო. დაიწყე მათი განხორციელება და საპირისპიროში დარწმუნდები.
გათავისუფლდი ზედმეტი პასუხისმგებლობისგან. სხვათა დახმარება კარგია, მაგრამ ჯერ საკუთარ თავზე იზრუნე და მერე გარშემო მყოფებზე.
გათავისუფლდი აზრისგან, რომ გარშემო ყველა შენზე ბედნიერი, წარმატებულია. შენ ხარ ბედნიერი და წარმატებული. უბრალოდ, არასათანადოდ აფასებ საკუთარ თავს.
გათავისუფლდი ცნებებისგან: შენი ქცევა “სწორია”, “არასწორია”. ვის შეუძლია შენი გაკრიტიკება? ის, ვინც გაკრიტიკებს შენი აზრით, სწორად ცხოვრობს? მიიღე სიამოვნება ყოველი დღისგან, გამოიტანე სწორი დასკვნები და არა აქვს მნიშვნელობა რა არის “სწორი” და “არასწორი”
გათავისუფლდი წარსულისგან, შექმენი ახალი ისტორია.
გათავისუფლდი აზრისგან, თითქოს სხვაგან უკეთესია, აქ შენი ადგილი არ მოიძებნა. თუ კარგად დაფიქრდები და სწორად იმოქმედებ, “აქაც” ბევრს მიაღწევ.
გათავისუფლდი ყოფილებსა და ოჯახზე გაბრაზებით. ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულსა და ოჯახს. თუ წინა შემთხვევაში სიყვარული მყარი ოჯახით არ დაგვირგვინდა, არ ყოფილა ეს შენი ბედი, სხვა საბედოს შესახვედრად მოემზადე. მანამდე კი ძველისგან გათავისუფლდი, გაუშვი იგი შენი გულიდან, ფიქრებიდან და ბედნიერებაც უსურვე.
გათავისუფლდი აზრისგან, რომ მეტი უნდა გააკეთო, მეტს უნდა მიაღწიო. თავის დროზე ყველაფერს გააკეთებ და მიაღწევ. დატკბი ყოველი დღით.
გათავისუფლდი აზრისგან, თითქოს შენ ყველაზე უკეთ იცი ყველაფერი. ყოველდღიურად უამრავ ახალს ისწავლი. და ნუ ეცდები ჭკუის სწავლას გარშემო მყოფებისთვის.
გათავისუფლდი ფინანსებზე ფიქრით. შეადგინე გეგმა, როგორ გადაიხადო ვალები და საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრე.
გათავისუფლდი აზრისგან, რომ შეცვალო ან გამოასწორო ადამიანი (თუნდაც ახლობელი). ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს. მათ შორის შენც და საკუთარ თავზე იფიქრე. ხოლო თუ არ მოგწონს როგორ ცხოვრობს ის ადამიანი, ვის გამოსწორებასაც ცდილობდი, ნუ გახდები ისეთი.
გათავისუფლდი სურვილისგან, რომ ყველას მოსწონდე, ყველას მეგობარი იყო. იყავი კარგი ადამიანი და ყველასთან კარგი დამოკიდებულება გქონდეს, მაგრამ ერთეულებს დაუახლოვდი და დაუმეგობრდი.
გათავისუფლდი საკუთარი თავის სიძულვილისგან. მიიღეე და დააფასე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. გახსოვდეს, შენ ერთადერთი ხარ სამყაროში და ამიტომ უნიკალური!
[sexy_author_bio]