ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის და სოფელ ნატანების საზღვარზე ავტოავარია მოხდა.
როგორც სოფელ შრომის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვითხრა, მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც აფეთქდა. გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრი იყო.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შს სამინისტროს პრესსამსახურს და მათ მოწოდებულ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
“გურია ნიუსი თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და ახლობლებს.
[sexy_author_bio]