ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. შუა აზიური სახელმწიფოს, უდიდეს ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია. ასევე დემონსტრანტებმა სხვა სახელმწიფო უწყებების შტურმზე გადავიდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას rferl.org ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, თუმცა მომიტინგეებმა შენობაში შესვლა მაინც მოახერხეს. ახლა საოლქო ადმინისტრაციის შენობა დემონსტრანტების მიერ არის დაკავებული.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან ღამე გაათიეს, დილით კი შენობის შტურმით აღება დაიწყეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.
სულ რამდენიმე წუთის წინ ყაზახურმა მედიაში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს შეუერთდნენ პოლიციელები და სპეც დანიშნულების რაზმის ნაწილი.
საწვავისა და გაზის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მთავრობის გადადგომით დასრულდა, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
თუმცა ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე არაფორმალურად ცდილობს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტისთვის სამედიცინო დაწესებულებებს 200-მდე მოქალაქემ და 150-მდე პოლიციელმა მიმართეს.
ყაზახეთში, განსაკუთრებით ვითარება 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]