ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხი Ateo Breaking ავრცელებს მომიტინგეების მოთხოვნებს:
,,პოლიტპატიმრების გათავისუფლება; პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, მთავრობისა და პარლამენტის გადადგომა; დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა; აღიარებულ იქნას სსრკ-ს მმართველობის წლები ერების წინააღმდეგ დანაშაულად, დაგმობილ იქნას აგრესია უკრაინის წინააღმდეგ; ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა კავშირი.“ – წერია გავრცელებულ მოთხოვნებში.
საწვავისა და გაზის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მთავრობის გადადგომით დასრულდა, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
თუმცა ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე არაფორმალურად ცდილობს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]